12:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-10 10:23:29, 7082 ნახვა

პოლიტიკა
ODIHR - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესი ნაკლოვანებებით ხასიათდება

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტი და ადამიანთა უფლებების ოფისი საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შესახებ მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიშს აქვეყნებს.

ეუთო/ოდირის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესი მიუხედავად ბოლოდროინდელი გაუმჯობესებისა, ნაკლოვანებით ხასიათდება.

ამასთანავე, გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის პარალელურად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, უზენაეს სასამართლოში არსებული 11 ადგილის შესავსებად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს.

„მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მკაფიო მექანიზმს, ODIHR-მა დააფიქსირა სტანდარტების მნიშვნელოვანი გადაცდომა, რამაც შეიძლება დააზიანოს როგორც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, აგრეთვე საზოგადოების ნდობა“, - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ODIHR განაგრძობს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე დაკვირვებას და საბოლოო ანგარიშში წარადგენს თავის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics