|
2021-07-09 23:45:14, 849 ნახვა
კომენტარი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას აკეთებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ 9 ივლისს, ქალაქ ოზურგეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მეწარმის სავაჭრო ობიექტის დათვალიერების შედეგად, გამოვლინდა აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო საქონლით (სიგარეტი) ვაჭრობის ფაქტი. ამ დროს აღნიშნულ ობიექტზე მყოფმა მეწარმემ და სხვა პირებმა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებს, ხელი შეუშალეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და აიძულებდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მეწარმის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო, ვერ ამოიღეს უაქციზო თამბაქოს ნაწარმი და ვერ შეძლეს კანონით დადგენილი სხვა პროცედურების განხორციელება, რის გამოც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით. ამასთან, ძალადობის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით. აქვე, აღვნიშნავთ, რომ მედია საშუალებებს გავრცელებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის არ მიუმართავთ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო საქონლის შენახვის/გადაზიდვის/რეალიზაციის მკაცრ მონიტორინგს ახორციელებს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემა დაიწყო
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბათუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)