09:23 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-08 13:49:30, 642 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში „თბილისი პრაიდის“ დაზარალებული ოფისის აღსადგენად თანხების შეგროვება დაიწყეს

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ, 5 ივლისს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაავრცელა.

სამოქალაქო სექტორი გმობს 5 ივლისს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნავს, რომ 5 ივლისი იყო დღე, რომელიც „იწვევდა შიშს ღრმად კონსერვატული ქვეყნის ლგბტქ+ საზოგადოებაში“. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოება  „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმასაც ეხმაურება.

„„თბილისი 5 ივლისს არეულობამ მოიცვა, როდესაც ანტო-ლგბტქ+ აქტივისტებმა, ძირითადად რელიგიურმა ჯგუფებმა და მამაკაცებმა, „თბილისი პრაიდის“ ოფისი დაარბიეს. დარბევამ ქუჩაში გადაინაცვლა, დემონსტრანტები ძალადობრივად შეეჯახნენ მშვიდობიან მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს. ეს იყო დღე, რომელიც შიშს იწვევდა ღრმად კონსერვატული ქვეყნის ლგბტქ+ საზოგადოებაში, რამაც „თბილის პრაიდი“ აიძულა არ განეხორციელებინა „ღირსების მარში“, - ვკითხულობთ განცხადებაში

ამასთანავე, როგორც ცნობილია, მსოფლიო მასშტაბით გაიხსნა გულშემატკივართა დაფინანსების გვერდი JustGiving-ი, სადაც გროვდება თანხა „თბილისი პრაიდის“ ოფისის, „უფრო და უფრო აღდგენაში“.

გვერდზე, სადაც მოქალაქეები სახსრებს აგროვებენ, კომენტარებში ქართველების მიმართ გამამხნევებელი სიტყვებია აღწერილი: „გმირები ხართ“, „დარჩი ხილული“.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, ძალადობრივი და ჰომოფობური ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ ოფისს დაესხნენ თავს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics