|
2021-07-08 13:30:18, 631 ნახვა
საზოგადოება
ჯილეხით დაცემული ცხოველის მეპატრონეები სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ
ფერმერები, რომელთა პირუტყვის დაცემა ჯილეხით იქნება გამოწვეული, სახელმწიფოსგან ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ. საქართველოს მთავრობის აღნიშნული დადგენილება უკვე ამოქმედდა, კომპენსაციის გაცემას კი სახელმწიფო 2022 წლიდან დაიწყებს. ცვლილების მიღება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. დადგენილების თანახმად, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ჯილეხით დაცემულ საქონელზე კომპენსაციის მიღებას შეძლებენ ის ფერმერები, რომელთა პირუტყვიც იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნებით; თუ ინფორმაცია ცხოველისა და ფერმერის შესახებ აღრიცხულია ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში (NAITS) და ფერმერს უარი არ აქვს ნათქვამი ცხოველის ვაქცინაციაზე. ასევე, კომპენსაციის მისაღებად, ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია: ცხოველის შესაძლო ინფიცირების ან სიკვდილის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სამუშაოების გატარება. მსგავსი შეტყობინების მიღების შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილზე შეისწავლის ვითარებას, აიღებს ნიმუშებს და მუნიციპალური ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოფს მკვდარი ცხოველის შესაბამისი წესით განადგურებას. კომპენსაციის მისაღებად ჯილეხის შემთხვევა უნდა დადასტურდეს ლაბორატორიულად. ჯილეხი (ციმბირის წყლული) საშიში ინფექციური დაავადებაა, რომლითაც შინაური და გარეული ბალახისმჭამელი ცხოველები ავადდებიან. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ხოლო, ექიმთან დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში შედეგი ფატალურია. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. ჯილეხის სპორა ნიადაგში საუკუნეების განმავლობაში ძლებს და შესაბამის პირობებში აქტიურდება. ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა, მკვდარი ცხოველის გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ. აქედან გამომდინარე დაავადების შემთხვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი უწყებების ინფორმირება უმნიშვნელოვანესია. ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის (NAITS) პროგრამის ხელმძღვანელის, მიხეილ სოხაძის განცხადებით: „ახალ სტრატეგიას აქვს ორი მნიშვნელოვანი მიზანი. პირველი, ფერმერებმა არ დამალონ ცხოველების დაავადების და დაცემის ფაქტი, რასაც ჩვენი აზრით ხელს შეუწყობს კომპენსაციის მოლოდინი და მეორე, შემცირდეს ის დიდი ზიანი, რომელიც სახელმწიფოს და ფერმერებს ადგება ჯილეხის შემთხვევების შედეგად“, - ამბობს მიხეილ სოხაძე. მისივე განმარტებით, ამჟამად, მიმდინარეობს საკომპენსაციო მექანიზმის და ფინანსური ანგარიშსწორების კრიტერიუმების შემუშავების პროცესი. აღნიშნულ ცვლილებასთან ერთად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და დონორმა ორგანიზაციებმა შეიმუშავეს ჯილეხის ახალი სტრატეგია, რომელიც დაავადების კონტროლისა და აღმოფხვრისთვის საჭირო ქმედებების ჯაჭვს აერთიანებს. ჯილეხის სტრატეგიის შემუშავება ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის (NAITS) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერაა მხარდაჭერილი და იგი ევროკავშირთან ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)