|
2021-07-08 13:02:34, 301 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილის დასახლებასა და დიდ დიღომში საზოგადოებრივი ცენტრები შენდება
თბილისის ორ დიდ რაიონში, ვარკეთილის დასახლებასა და დიდ დიღომში მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სამგორის რაიონის ობიექტზე კონტრაქტორი კომპანიის მიერ შექმნილი პრობლემების გამო, თბილისის მერია ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტს, დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად კი ტენდერს გამოაცხადებს. „შპს „ალიანსს“ სამგორის რაიონში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადად 610 კალენდარული დღე, დასრულების თარიღად კი 2021 წლის 17 ივნისი განესაზღვრა. აღნიშნულ კომპანიას ავანსის სახით ჩაერიცხა სრული ღირებულების 25% - დაახლოებით, სამი მილიონი ლარი, რათა მოეხდინა მობილიზება და შეკვეთა წინასწარ გაეკეთებინა. პანდემიის დროს გამოცხადებული მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, კომპანია სარგებლობდა ყველა შეღავათით და დახმარებით მუნიციპალიტეტის მხრიდან, თუმცა, მან ვერ შეძლო სამუშაოები დროულად ეწარმოებინა. გარდა ამისა, ობიექტზე მუდმივად ფიქსირდებოდა მუშახელის და მასალების სიმცირე. ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ რამდენჯერმე მიიღო სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება, ასევე, არაერთხელ იქნა გამოყენებული საჯარიმო სანქცია. დღეის მდგომარეობით, იმის ნაცვლად, რომ სამუშაოები დასრულებული იყოს, სამუშაოების ღირებულების 28%-ია ათვისებული. აქედან გამომდინარე, თბილისის მერია აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დიდ დიღომში შეუფერხებლად მიმდინარეობს. „ანალოგიური პროექტი ხორციელდება დიდ დიღომში, სკოლა „ფესვების“ მიმდებარედ, სადაც სამშენებლო პროცესი პროექტისა და გეგმის სრული დაცვით მიმდინარეობს. აღნიშნული ობიექტის სამშენებლო სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება. ეს ყოველივე მოწმობს, რომ მიუხედავად შექმნილი პრობლემებისა, კეთილსინდისიერი კომპანიების მიერ მსგავსი ტიპის პროექტები შეუფერხებლად ხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)