|
2021-07-08 13:01:55, 302 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია გრძელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, პროექტი არ შეჩერებულა და ამ ეტაპზე, ისტორიული შენობის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. „არაერთხელ მითქვამს, რომ პანდემიამ მთელ ქვეყანაში და დედაქალაქშიც სერიოზული პრობლემები შექმნა. ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტზე უარის თქმა, დროებით შეჩერება და გადადება მოგვიწია, თუმცა, მიუხედავად ამ რთული ვითარებისა, გარკვეული პროექტების განხორციელება გავაგრძელეთ. ერთ-ერთი ასეთი იყო კადეტთა კორპუსი. ეს არის მთაწმინდის რაიონში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ისტორიული შენობა-ნაგებობა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ინგრეოდა და მასში ცხოვრება შეუძლებელი იყო. ამ ეტაპზე, განხორციელდა შენობის ერთი ფლიგელის სადემონტაჟო სამუშაოები და არასადემონტაჟო ფლიგელის ავარიული ღიობების გამაგრება ლითონის კონსტრუქციებით. სამუშაოების ფარგლებში, დასრულდა ქვაბულის გამაგრება ლითონის კონსტრუქციით და ასევე, კონსტრუქციული გამაგრება ჩაუტარდა ისტორიულ სადარბაზოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ე.წ. კადეტთა კორპუსის ისტორიული შენობის რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით, 14 მილიონი ლარი დაიხარჯება და სამუშაოები 2023 წელს დასრულდება. „სამუშაოების ფარგლებში, გათვალისწინებულია დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა იერსახის შენარჩუნებით; გვიანი პერიოდის მინაშენების ნაცვლად, დაგეგმილია ახალი, თანამედროვე იერსახის მინაშენების მოწყობა; მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის სხვენი და მისი გადახურვა, თუმცა, არ იცვლება ახალი სხვენის ფორმა; კეთილმოეწყობა ეზო. პროექტისთვის, დაახლოებით, 14 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და დასრულების ვადა 2023 წლის პირველი კვარტალია. საკმაოდ დიდი შენობა-ნაგებობაა და სენსიტიური სამუშაოა, ძეგლის მნიშვნელობიდან და ავარიულობიდან გამომდინარე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)