10:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-08 13:00:44, 376 ნახვა

საზოგადოება
წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე მინდვრის დღე მოეწყო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, ფერმერებისთვის და დარგის სპეციალისტებისთვის მინდვრის დღე მოეწყო. ფერმერები, ხორბლის ტრადიციულ ჯიშებთან ერთად, ახალ ჰიბრიდებს გაეცნენ, რომელსაც ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახური შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეული მაღალმოსავლიანი, დაავადებებისადმი გამძლე საშემოდგომო ხორბლის გენოტიპების იდენტიფიცირება საქართველოს სხვადასხვა გარემო პირობებში გამოცდის გზით“ ფარგლებში ცდის.

ხორბლისა და სიმინდის გამოცდის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიღებული 300-მდე ხორბლის ფორმიდან 9 ფორმა, სამეურნეო ნიშან-თვისებების, სტაბილურობის, მოსავლიანობის და დაავადებების მიმართ გამძლეობის მიხედვით გამოირჩა. პროექტი 4 რეგიონში - დედოფლისწყაროში, მცხეთაში, ბორჯომსა და ახალქალაქში მიმდინარეობს, რომლებიც ერთმანეთისგან კლიმატური პირობებით და ზონალობის მიხედვით განსხვავებულია. პროექტის ფარგლებში, კონკრეტული რეგიონისთვის საუკეთესო ფორმა შეირჩევა და მისი ჯიშად დარეგისტრირება მოხდება. შერჩეული ფორმა გაივლის ჯიშთა გამოცდას და გავრცელდება ფერმერულ მეურნეობებში.

3 წლიან პროექტს „საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეული მაღალმოსავლიანი, დაავადებებისადმი გამძლე საშემოდგომო ხორბლის გენოტიპების იდენტიფიცირება საქართველოს სხვადასხვა გარემო პირობებში გამოცდის გზით“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ქობულეთის ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics