10:51 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 15:11:45, 500 ნახვა

საზოგადოება
ჰერალდიკის საბჭო - შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისდამი არაღირსი პატივით მოპყრობა

შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისადმი არაღირსი პატივით მოპყრობა. ევროპის დროშა განასახიერებს ევროპულ იდენტობას და ევროპის მთლიანობას, - ამის შესახებ განცხადებას ჰერალდიკის საბჭო ავრცელებს.

მათივე განმარტებით, საქართველოს მისწრაფებები, გახეს ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოანი წევრი, გვავალდებულებს, ევროპის დროშა უდმივად იყოს აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით.

„გასული დღეების მოვლენებმა აჩვენა, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმბოლოებს. დროშა არის განსახიერება ღირებულებების, რომლისკენაც ისწრაფვის და რომლისთვისაც ხშირად იბრძვის საზოგადოება. ჰერალდიკის საბჭო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშების, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის დროშის, საერთაშორისო ორგანიზაციების დროშების აღმართვის და გამოფენის წესის, დაცვის და ღირსი პატივით მოპყრობის წესის სამართლებრივად განსაზღვრის აუცილებლობას.

ასევე განვმარტავთ, რომ შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისადმი არაღირსი პატივით მოპყრობა. ევროპის დროშა არ არის ცალკე აღებული რომელიმე ორგანიზაციის ევროკავშირის ან ევროსაბჭოს სიმბოლო. ევროპის დროშა განასახიერებს ევროპულ იდენტობას და ევროპის მთლიანობას. ლაჟვარდის ველზე გამოსახული 12 ოქროს ვარსკვლავი ევროპული ერთიანობის, სოლიდარობის და ჰარმონიული თანაცხოვრების სიმბოლოა.

საქართველოს ისტორიული გზა, ქართველი ერის კულტურული იდენტობა, პოლიტიკური და ფასეულობითი არჩევანი გაცხადებული არაერთხელ, მათ შორის საზოგადოების საყოველთაო გამოკითხვის შედეგად, საქართველოს როგორც სახელმწიფოს მისწრაფებები გახდეს ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი გვავალდებულებს და გვაძლევს უფლებას ევროპის დროშა მუდმივად იყოს აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
FT: ევროკავშირი რუსეთის მიერ იმპორტის აკრძალვის შემდეგ სომხეთისთვის საგანგებო სავაჭრო დახმარების ზომებს ამზადებს
„დიდი შვიდეულის“ კომუნიკე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics