2021-07-06 14:47:04, 2880 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის ე.წ ინდური შტამის 52 დადასტურებული შემთხვევაა
საქართველოში კორონავირუსის ე.წ ინდური შტამის 52 დადასტურებული შემთხვევაა, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს კორონავირუსის ე.წ ინდური შტამის 5 საეჭვო შემთხვევის მოკვლევა.
„ე.წ. ინდური შტამი, როგორც ეს ცნობილია საზოგადოებაში, შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში ჯამურად არის 52 დადასტურებული. 5 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა. ჯერჯერობით, რაიმე განსაკუთრებული მძიმე მიმდინარეობა ამ შემთხვევებში გამოკვეთილი არ არის, თუმცა იმის რისკი, რომ დელტა შტამი შესაძლოა მეტად გავრცელდეს და შეფასებული მაჩვენებლით ეს არის 10-20%-მდე, რა თქმა უნდა არსებობს, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,