00:17 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 11:17:42, 1096 ნახვა

სამართალი
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფრმაციით, დღეს, კომიტეტი ორ კანდიდატს, გოჩა აბუსერიძეს და გიორგი გოგიაშვილს გაესაუბრება.

თითოეული ფრაქციისთვის, პოლიტიკურ ჯგუფისთვის და პარლამენტის უფრაქციო წევრებისთვის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისთვის დრო განისაზღვრა პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის შესაბამისად.

შესაბამისად, თითოეული კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება" გამოყოფილი აქვს 75 წუთი, ფრაქციას „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" – 15 წუთი, ფრაქციას -  „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის" – 15 წუთი, ფრაქციას  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" – 32 წუთი,  პოლიტიკურ ჯგუფს - „გირჩი" – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „მოქალაქეები"- 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები" – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს  - ჯამში 33 წუთი.

გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე ექნებათ არასაპარლამენტო  სუბიექტებსაც. კერძოდ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენელებს  ჯამში მიეცემათ 75 წუთი, ანუ თითო სუბიექტს - 15 წუთი.

პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი: გოჩა აბუსერიძე,   გიორგი გოგიაშვილი,  ლევან თევზაძე,   ქეთევან მესხიშვილი,  გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 10 ივლისს დასრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics