19:29 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-03 16:31:38, 760 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - დღეიდან, იმუნიზაციის პროცესის გაფართოებისათვის სამედიცინო სფერო სრულ მზადყოფნაშია

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მილიონი დოზა საქართველოშია

,,დღეიდან, იმუნიზაციის პროცესის გაფართოებისათვის აჭარის რეგიონის სამედიცინო სფერო სრულ მზადყოფნაშია. ორშაბათიდან დამატებით 11 სამედიცინო დაწესებულება 28 ამცრელი ბრიგადით დაემატება და ჯამში, კვირის შვიდივე დღეს, 8 საათიანი სამუშაო დღის გათვალისწინებით, აჭარის რეგიონში ოპერირებას გასწევს 24 სამედიცინო დაწესებულება, 52 ამცრელი ბრიგადით“ - განაცხადა, დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიზიტისას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

"სინოფარმით" აცრისთვის რეგისტრაცია 3 ივლისს, ვაქცინაციის პროცესი კი - 5 ივლისიდან დაიწყება. დამატებით იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ ახხერხებენ ჯავშნის განხორციელებას, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამოიყო სივრცე, სადაც ორშაბათიდან 6 ამცრელი ბრიგადა განთავსდება და მოქალაქეებს შეეძლებათ ადგილზე განახორციელონ რეგისტრაცია და ჩაიტარონ ვაქცინაცია.

მიმდინარე კვირაში დამატებით, ამცრელი ბრიგადებისათვის ტრენინგები გაიმართა, რომელიც მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის სხვადასხვა ვაქცინით 28 000 მოქალაქეა აცრილი, წლის ბოლომდე ამცრელი ბრიგადები 120 000 მოქალაქის (მოზრდილი მოსახლეობის 60%) ვაქცინაციას შეძლებენ. მინისტრმა ასევე ისაუბრა საინფორმაციო კამპანიის შესახებ და მიზნობრივ ჯგუფებთან აქტიურად მუშაობის მნიშვნელობაზე. შეეხო მოქალაქეთა პასუხისმგებლობის საკითხსაც.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics