2021-07-02 16:11:41, 778 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯეიმს აპატურაი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი, ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.
სალომე ზურაბიშვილმა ჯეიმს აპატურაის ჯილდო ორბელიანების სასახლეში, პირადად გადასცა.
ჯეიმს აპატურაი საქართველო-ნატოს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან