|
2021-07-02 12:38:51, 798 ნახვა
კომენტარი
ჯეიმს აპატურაი - ნატო-სთვის მნიშვნელოვანია საქართველოში პოლარიზაციის შემცირება და მთავრობის ფუნქციონირება
ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა იფუნქციონიროს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ და ნატო-მ უნდა ითანამშრომლონ, რათა წინ იმოძრაონ. „ნატო-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პოლიტიკურმა პროცესმა იმუშაოს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია შემცირდეს და პარლამენტმა და მთავრობამ იფუნქციონირონ. საქართველოში ბოლო დროს ჩვენ ვნახეთ პოლარიზაცია, თუმცა სასიამოვნოა, რომ პარლამენტმა დაიწყო ფუნქციონირება და გაატარა მნიშნელოვანი რეფორმები. ვიცი, რომ ზოგიერთი რეფორმა, მათ შორის მართლმსაჯულების მიმართულებით, კვლავ მიმდინარეობს. ასე რომ, პროგრესი არის და მთავარია, რომ ქართველ ხალხს სურს ამ რეფორმების გატარება. ჩვენ განვიხილეთ საგარეო საკითხების მთელი რიგი, თუ როგორ უნდა იმოძრავოს საქართველომ ნატო-ს წევრობისკენ და შევთანხმდით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში დიდი პროგრესი იქნა მიღწეული. ჩვენ ასევე განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოება და ნატო-ში აღფრთოვანებულბი არიან იმით, თუ როგორ დადები როლს ასრულებს საქართველო ამ მიმართულებით, კერძოდ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიეთობების დალაგებაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში, რომელიც უარესდება, ვიცით, მაგრამ უნდა ვითანამშრომლოთ, რომ ერთად ვიმოძრაოთ წინ“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
სასამართლომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)