2021-07-01 20:31:15, 680 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიება დაიწყო
„თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიება დაიწყო.
კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება დახურულ სივრცეში ფილმის ჩვენებაა, რომელსაც დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩები ესწრებიან.
ღონისძიებაზე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ კვირეული დღეს დაიწყო და ტერიტორიაზე, სადაც კვირეულის ორგანიზატორები, მხარდამჭერები და სტუმები იკრიბებოდნენ, კვირეულის მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ.
მათ აქცია გამართეს და კვირეულის არ ჩატარება მოითხოვეს. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებმაც ცოცხალი ჯაჭვი და რკინის ჯებირები აღმართეს.
ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც, პოლიციამ პრაიდის 11 მოწინააღმდეგე დააკავა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,