16:03 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 17:46:48, 546 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ნარჩენების მართვას, საზოგადოების ჩართულობასთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკა სჭირდება

ნარჩენების მართვას, საზოგადოების ჩართულობასთან ერთად,  სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკა სჭირდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დამაბინძურებელი ნარჩენების წარმომქმნელი კომპანიებისთვის წარმოებას გაფართოებული ვალდებულების გაჩენა.

„ნარჩენების მართვას, საზოგადოების ჩართულობასთან ერთად,  სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკა სჭირდება. სწორი პოლიტიკა გულისხმობს ნარჩენების მართვის კუთხით ახლებურ მიდგომას - ნარჩენების მართვა უნდა იყოს ეკონომიკის ნაწილი. როცა ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, აქ მნიშვნელოვანია მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის  პრინციპების დანერგვა. ეს გულისხმობს იმას, რომ პრევენციის მიზნით, 2030 წლისთვის, რიგი ნარჩენების შემცირებისთვის, მუნიციპალიტეტების დონეზე სეპარირების სრულად დანერგვა უნდა მოხდეს.

ასევე მნიშვნელოვანია, დამაბინძურებელი ნარჩენების წარმომქმნელი კომპანიებისთვის წარმოებას გაფართოებული ვალდებულების გაჩენა, ანუ, მნიშვნელოვანი ხდება კერძო სექტორის ჩართულობა, რომ მათ მიერ წარმოებული ნარჩენი,  ნედლეული გახდეს. ქვეყანამ, 30 წლის განმავლობაში, ცირკულარულობის გზით, ძირითადი ნარჩენების მართვას უნდა მიაღწიოს“, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics