16:51 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 16:06:41, 601 ნახვა

საზოგადოება
მიწის ბალანსის 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შედგენა და გამოქვეყნება 2024 წლის 1 ივლისამდე განხორციელდება

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო 2020 წლის პირველ იანვარს შეიქმნა. ამ ეტაპზე, უწყების ინსტიტუციური მოწყობა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში, 2004 წლის შემდეგ, არ განახლებულა მიწის ფონდის მონაცემები. სააგენტოს საქმიანობის ვექტორი ორიენტირებულია მიწის მართვის ევროპულ გამოცდილებაზე, რომელთა შორის ფრანგული მოდელი ერთ-ერთი საუკეთესო და მისაღებია. აქედან გამომდინარე, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, ურთიერთობა დამყარდა საფრანგეთის შესაბამის სტრუქტურებთან.

მიწის ბალანსის 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შედგენა და გამოქვეყნება განხორციელდება 2024 წლის 1 ივლისამდე; პარალელურად, შეიქმნება მიწის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა და დაიწყება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და მათი საკადასტრო მონაცემების  რეესტრის, ანუ პასპორტიზაციის პროცესი. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება ქარსაფარი ზოლების აღრიცხვა, მისი მდგომარეობის შესწავლა და რეგისტრაცია. აღნიშნული პროგრამის დასრულება გათვალისწინებულია 2025 წლისთვის. მიმდინარე წლის ივლისში საპილოტე პროგრამა დაიწყება თელავის მუნიციპალიტეტში, რაც დაახლოებით 430 ჰა-ს მოიცავს.

სააგენტოს დაწყებული აქვს მუშაობა მიწასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების პაკეტზე, რაც სრულყოფილს გახდის მიწის მდგრადი მართვის პრინციპების განხორციელებას და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics