|
2021-07-01 13:59:27, 846 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: აუცილებელი მიმართულება, რასაც სამინისტრო სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ნერგავს, ფერმერებისთვის ხარისხიანი სარგავი და სათესლე მასალის ხელმისაწვდომობაა
„ჩვენ უნდა მოვახერხოთ ცოდნის და თანამედროვე ტექნოლოგიების მიწოდება ჩვენი ფერმერებისთვის; აქ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. კვლევა, სამეცნიერო შედეგები ფერმერების მხრიდან პრაქტიკაში უნდა იქნეს გამოყენებული. აუცილებელი მიმართულება, რასაც სამინისტრო სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ნერგავს, არის ხარისხიანი სარგავი და სათესლე მასალის ხელმისაწვდომობა ჩვენი ფერმერებისთვის. სერტიფიცირება, მიკვლევადობა და გარანტირებულად ხარისხიანი ნედლეულის გამოყენება იმისთვის, რომ შემდგომში შედეგი იყოს პროგნოზირებადი, ფერმერებმა ფუჭად არ იმუშაონ და ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები გაწევენ იძლეოდეს შედეგებს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება. ქვეყანაში მეთესლეობის სექტორის განვითარება და ხარისხის კონტროლის ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების კარგად ორგანიზებული სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებლებს ხარისხიანი მასალით, რაც მოსავლიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2015 წლიდან საქართველოში სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროექტს ახორციელებს, რომელსაც 2017 წელს სარგავი მასალის სერტიფიცირება დაემატა. შეიქმნა ეროვნული კატალოგი, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ჩამონათვალს. „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)