|
2021-06-30 16:16:49, 496 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბიზნესის“ და „გაუს“ სტარტაპ კურსის გამარჯვებულები ცნობილია
29 ივნისს, „თიბისი ბიზნესის“ ორგანიზებით, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სტარტაპის განვითარების კურსი დასრულდა და გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. გამარჯვებული გუნდის წევრები - ილია დანელია, ელდარ ჯიქია, დავით ბუჩუკური GAU-ს ბიზნესის სკოლის I კურსის სტუდენტები არიან. ისინი მათთვის სასურველი მიმართულებით თიბისიში 6 თვიან სტაჟირებას გაივლიან. 8 კვირიანი სასწავლო კურსი სტარტაპის განვითარების საწყის ფაზას შეეხებოდა – იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch-ის მომზადებამდე. კურსის მიზანი სტუდენტებში სტარტაპ კულტურის დამკვიდრება იყო. კურსის განმავლობაში ლექციებს, ძირითადად, თიბისის თანამშრომლებისგან შემდგარი სპიკერების გუნდი კითხულობდა. კურსის მონაწილე სტუდენტები ინდივიდუალურად იღებდნენ რჩევებს და მათ მენტორობას უწევდნენ ამ სფეროს წარმატებული ადამიანები. კურსის დასკვნით ეტაპზე კი, გაიმართა დემო დღე, სადაც მონაწილე გუნდებმა ჟიურის წინაშე ფინალური პრეზენტაციები წარადგინეს. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის დირექტორი და ლაშა ყანჩაველი, ასოცირებული პარტნიორი თიბისის ციფრული სევრისების განვითარების გუნდიდან. „ძალიან სასიხარულოა, რომ თიბისის სტარტაპერმა გაუსთან ერთად უკვე მეორედ, წარმატებით ჩაატარა ეს კურსი. კურსის მიზანი იყო, რომ სტუდენტებისთვის ბიზნესის წამოსაწყებად საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიგვეცა. ვულოცავთ გამარჯვებულებს და ველოდებით მათ ამჯერად უკვე თიბისიში,“ - გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის დირექტორი სტარტაპკურსი პირველად 2018 წელს ჩატარდა, 2020 წელს კოვიდ სიტუაციის გამო კურსები არ გამართულა. თიბისი ბიზნესის მიზანია, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი დააინტერესოს სტარტაპ კულტურით.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)