|
2021-06-30 16:14:26, 787 ნახვა
საზოგადოება
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარაზე გადაცემას ამზადებს
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ 42 წუთიან გადაცემას ამზადებს. “Travel Show”-ს გადამღები ჯგუფის ობიექტივში ბათუმის საზღვაო ტურისტული პროდუქტები, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, ქედის ტურისტული ღირსშესანიშნაობები და ადგილობრივი სამზარეულო მოხვდა. “Travel Show”-ს ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემაა, რომელიც მაყურებელს ახალი ტურისტული მიმართულებებისა და ადგილების აღმოჩენაში ეხმარება. აჭარის შემდეგ ჟურნალისტებმა მოგზაურობა გურია-სამეგრელოს მიმართულებით გააგრძელეს. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით 4 დღის განმავლობაში სტუმრობდნენ. ესტონეთი აჭარისთვის საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ხორციელდებოდა. მიმდინარე წელს, აგვისტოდან ესტონეთიდან ბათუმის მიმართულებით ისევ იგეგმება ჩარტერული რეისების განხორციელება. პირველი ჩარტერული ფრენები ტალინიდან ბათუმში 2019 წლის ივნისში დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)