17:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 14:38:48, 423 ნახვა

საზოგადოება
FLYARYSTAN ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მეოთხე მიმართულებას ამატებს

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიკიაკომპანია FlyArystan კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შიმკენტი - მეოთხე მიმართულებაა, სადაც დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრაა შესაძლებელი.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და ავიაკომპანია FlyArystan-ს შორის წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, 14 ივლისიდან FlyArystan-ი შიმკენტი​-ქუთაისი-შიმკენტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით დაიწყებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ყაზახური მიმართულება დანარჩენი სამი მიმართულების მსგავსად მოთხოვნადი იქნება. ივლისის თვეში კი ქუთაისიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით 42 პირდაპირი რეისი შესრულდება.

,,მოხარულები ვართ, რომ ყაზახური დაბალბიუტერი ავიაკომპანია FlysArystan-ი ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას აძლიერებს. ავიაკომპანია ჩვენი აეროპორტიდან ყაზახეთის 3 ქალაქის მიმართლებით ფრენებს წარმატებით ახორციელებს. მოთხოვნა აქტაუზე, ნურ-სულთანსა და ატირაუს მიმართულებებზე მზარდია, რის გამოც ავიაკომპანია სამივე მიმართულებებზე თითო სიხშირე დაამატა და უკვე კვირაში 3 სიხშირით ასრულებს რეისებს. ცენტრალური აზია სრულიად ახალი მიმართლებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთის 4 ახალი მიმართულება კვირაში 11 სიხშირით, ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას“, - აცხადებს თამარ არჩუაძე.

FlyArystan-ი დღეისთვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს უკვე ასრულებს ​ატირაუდან, აქტაუდან და ნურ-სულთანიდან.

FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.

შეგახსენებთ, 1-ელი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად PCR ნეგატიური ტესტი უნდა ჰქონდეთ, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics