18:44 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 12:11:48, 735 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - არსებული რესურსებით ჩვენ შეგვიძლია დღეში 17 000 მოქალაქის აცრა

იმ რესურსით, რაც ამ ეტაპისთვის საქართველოშია მობილიზებული, შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იქნება, თუ მომდევნო სამი თვის მანძილზე ნახევარი მილიონი მოქალაქე აიცრება.

„იმ რესურსით, რაც ამ ეტაპისთვის უკვე საქართველოში არის მობილიზებული, ჩვენ შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა, რაც 25-დღიანი სამუშაო ჭრილის პირობებში არის ნახევარი მილიონი მოქალაქის აცრა და ვთვლით, რომ ეს იქნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, თუ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და მომდევნო 3 თვის მანძილზე ავცრით ნახევარ მილიონ მოქალაქეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics