2021-06-30 10:15:28, 845 ნახვა
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ძირითადი შეხვედრები დღეს გაიმართება
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის ძირითადი შეხვედრები დღეს გაიმართება.
ქართული დელეგაციის ინფორმაციით, მთავარი განსახილველი საკითხები იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული პირების გათავისუფლება, რუსეთის მხრიდან პროვოკაციები და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯები.
ქართული მხარე მოლაპარაკებების მაგიდაზე მწვავედ დააყენებს ზაზა გახელაძისა და ასევე, უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების საკითხსაც.
გუშინ, 29 ივნისს ჟენევაში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, დღეს კი დისკუსიების ძირითადი რაუნდი გაიმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,