13:30 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-28 21:26:08, 911 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - რაც საქართველომ შემოიღო ტელესკოლა, 10 თვეში BBC-მ შესთავაზა ევროპელ მომხმარებლებს

„რაც საქართველომ შემოიღო ტელესკოლა, 10 თვეში BBC-მ შესთავაზა ევროპელ მომხმარებლებს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პედაგოგებს წელიწად-ნახევარი ურთულეს პირობებში უწევდათ მუშაობა და ეს დასაფასებელია.

„მოვისმინეთ, რომ ხალხს ატყუებთო, მთელი პანდემიის განმავლობაში, ბავშვებს ატყუებთო, სინამდვილეში არაფერს არ ასწავლით ამ ტელესკოლითო.

ჯერ, ეს არის თქვენი მადლობა პედაგოგების მიმართ, რომლებმაც მთელი წელიწად-ნახევარი ურთულეს პირობებში, კრიზისში იმუშავეს და თქვენ იცით, რომ ტელესკოლა, მას შემდეგ, რაც საქართველომ შემოიღო, 10 თვეში BBC-მ შემოიღო და შესთავაზა ევროპელ მომხმარებლებს.

თუ ეს ტელესკოლა ასეთი ტყუილი იყო და ცარიელი პროექტი იყო, მაშინ გაუგებარია, ევროპას როგორ მოეწონა ან BBC-მ რატომ აირჩია და რატომ შეაფასა საქართველოს ეს პროექტი წარმატებულად.

მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პედაგოგს, ვინც პანდემიის პირობებში მუშაობდნენ ინტერნეტ რეჟიმში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics