20:38 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-27 13:40:01, 832 ნახვა

საზოგადოება
ინგირში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში დევნილთა საცხოვრებელ შენობას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

შეიცვალა საკანალიზაციო სისტემა, რაც დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა. სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაციამ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) განახორციელა.

დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია  და ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) პროგრამის მენეჯერი თამარ ნასყიდაშვილი  ინგირში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და დასრულებული სამუშაოები მოინახულეს.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics