15:25 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 17:41:43, 1032 ნახვა

კომენტარი
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - 19 აპრილის შეთანხმებას ყველა პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს

„19 აპრილის შეთანხმებას ყველა პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს“, - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ ბორდერიზაცია საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას აზიანებს და ეს მიუღებელი ფაქტია.

„ევროკავშირისა და მათი სამი ქვეყნის ვიზიტი იყო პირველი და ეს ნათლად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ვიზიტი ემყარება ნდობის მშენებლობას.

რაც შეეხება ე.წ ბორდერიზაციას, შეშფოთებული ვართ, ეს მიუღებელი ფაქტია. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის მიპორობებში ეს პროცესი უფრო გახშირდა და ფაქტია, რომ ეს ხალხის ცხოვრებას პირდაპირ აზიანებს. მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს მოქალაქეების დაკავება უკანონოდ ხდება და ეს ხალხი ნებისმიერი პირობის გარეშე, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

ბოლოს რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, ის უნდა განხორციელდეს სრულად და მას ყველა პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს - განაცხადა ალექსანდრ შალენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics