00:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 14:01:20, 567 ნახვა

სამართალი
8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა

8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სენაკის რაიონულ სასამართლოზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დღევანდელი სხდომა დახურულ ფორმატში წარიმართა.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს პოლიციამ, მარტვილში, 2 დღის წინ მამა-შვილი, 65 და 35 წლის მამაკაცები დააკავა. მათ ბრალი სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics