15:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 13:06:33, 1160 ნახვა

პოლიტიკა
ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი, ლიეტუვის პირველი დიპლომატი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს ეწვივნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია „ტვიტერზე“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოძისის რიონში ვიზიტის დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა მინისტრებს მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანასკნელ პერიოდში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე და მათ კონკრეტულ გავლენაზე ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე.

როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონახულების შესაძლებლობისთვის.

დიპლომატებს საშუალება მიეცათ არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ უშუალოდ პირველი პირებისგან მოესმინათ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა სადამკვირვებლო მისიის როლი დადებითად შეაფასეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაზრდაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics