|
2021-06-25 20:48:10, 884 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი „ნამახვანჰესზე“ - ეს პროექტი მე მემკვიდრეობით დამხვდა და რა თქმა უნდა 100 წელი მიუღებელია
„ეს პროექტი მემკვიდრეობით დამხვდა და რა თქმა უნდა მიუღებელია 100 წელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ინვესტორთან დაწყებულია მოლაპარაკებები არსებული პირობების შესაცვლელად. „ჩემი მოწვევით იგი იმყოფებოდა საქართველოში და ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ეს პირობები უნდა გადაიხედოს. ვმუშაობთ აქტიურად, ჩართულია ქალბატონი ნათია თურნავა. ამას გარდა, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს დავავალე, მან გამოაცხადა კონკურსი, შერჩეულია შესაბამისი, საერთაშორისო ავტორიტეტის კომპანია, რომელიც შეისწავლის აღნიშნული კონტრაქტის საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას. თუ კიდევ დამატებით რაიმე შეუსაბამობას აღმოვაჩენთ და შესაბამისი დასკვნაც იქნება, რა თქმა უნდა, ამასაც გავითვალისწინებთ, მაგრამ იქ არის პრინციპული საკითხები, რაც ჩვენში დამატებით ემოციას იწვევს და რაც აბსოლუტურად გასაგებია, ეს ყველას გვესმის და ამაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ინვესტორთან, რომ ეს პირობები შეიცვალოს. ამასთან ერთად, ჩვენ თხოვნით მივმართეთ და ჩავრთეთ ევროკავშირის წარმომადგენელი მედიაციის პროცესში. მე პირადად არა ერთგზის დავუდასტურე ჩემი წარმომადგენლების მეშვეობით „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებს დიალოგი, სრული გახსნილობა, სრული გამჭვირვალობა, რათა არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი და აშენდეს ეს პროექტი ისეთი სახით, როგორც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ქვეყანაში ასეთი მასშტაბური პროექტი არ აშენებულა. რა თქმა უნდა, ჩვენ მორატორიუმი გამოვაცხადეთ კაშხლის მშენებლობაზე, ეს ჩემს დროს მოხდა, ვთქვით, რომ მინიმუმ 9-12 თვე არ დაიწყება კაშხლის მშენებლობა, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას, რომელიც დაკავშირებულია გარემოზე ზემოქმედების ეფექტსა და ზიანთან. ნებისმიერი რისკი გამორიცხული უნდა იყოს. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, გაზი და სხვა ძვირფასი რესურსები, მაგრამ გვაქვს ისეთი ძვირფასი რესურსი, როგორიც არის წყალი და ჰიდრორესურსები. შეგვიძლია, გავიზიაროთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა, როგორიცაა შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, სადაც ასეთი დონის უზარმაზარი ჰესებია აშენებული და გარემოს არავითარი ზიანი არ ადგება. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება იმ პარამეტრების და წესების დაცვით, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. ჩვენ თუ მაქსიმალურად გონივრულად არ გამოვიყენებთ ჩვენს რესურსებს, ვერ მივაღწევთ ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას, რაც, საბოლოო ჯამში, გადის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, მეგობრებო, ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეზე. ყველა პროექტს, რომელიც სასარგებლოა ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, მთავრობისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. ყველა პროტესტი გამოხატული უნდა იყოს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში, დანარჩენი ყველაფერი მიუღებელია. პროცესი იქნება მაქსიმალურად გახსნილი და გამჭვირვალე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)