16:15 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 16:38:39, 639 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - პარლამენტის ვალდებულებაა, დროებით შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი

პარლამენტის ვალდებულებაა, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს რეფორმაზე მსჯელობა იყოს მრავალპარტიული, ინკლუზიური პროცესი.

„მოხარულები ვიყავით, როდესაც საქართველოში სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა ასევე სასამართლო რეფორმას, ახლა ჯერი იმაზეა, რომ ის ვალდებულებები, რომლებიც დოკუმენტშია წარდგენილი, შესრულდეს. შეთანხმებაში კარგად არის წარმოჩენილი გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს სასამართლო რეფორმა. ეს გულისხმობს დანიშვნის დროებით შეჩერებას, სანამ არ მოხდება ინკლუზიური და ფართო რეფორმა სასამართლო სისტემაში. შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ ფართო, ამბიციურ მართლმსაჯულების რეფორმას, თუმცა ეს დღემდე არ განხორციელებულა.

მნიშვნელოვანია, რომ რეფორმაზე მსჯელობა იყოს მრავალპარტიული, ინკლუზიური პროცესი. ვიცით, რომ იუსტიციის საბჭომ წარმოადგინა კანდიდატები. ახლა პარლამენტის ვალდებულებაა, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი, სანამ მოხდება რეფორმის წარმატებით განხილვა და განხორციელება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics