16:22 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 11:07:33, 701 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი არ გამორიცხავს, მოსამართლეებს, რომლებიც „კლანის“ არსებობას უწყობენ ხელს, სანქციები დაეკისროთ

შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეებთან მიმართებაში ტარგეტირებული სანქციების შემოღების აუცილებლობა, ვინც ამ კლანის მუშაობას და მის არსებობას უწყობს ხელს". - ამის შესახებ აფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში იქნება ძალიან მკაფიო გზავნილები და კონკრეტული ზეწოლის მექანიზმები „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ, რომ შარლ მიშელის შეთანხმება შესრულდეს.

ამასთანავე, სალომე სამადასვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" მხრიდან ყველა მცდელობა, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებას უქმნის საფრთხეს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან ძალიან ცუდად იქნება აღქმული.

„უახლოეს დღეებში ჩვენ ვნახავთ მკაფიო გზავნილებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერდეს აუცილებლად მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ზედ მიწევნით შესრულდეს მიშელის შეთანხმება. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნისთვის წინ წასასვლელად არის მიშელის შეთანხმების შესრულება ამიტომ, ყველანაირი მცდელობა „ქართული ოცნების" მხრიდან, რომ შეთანხმების შესრულებას შეუქმნას საფრთხე, იქნება ძალიან ცუდად აღქმული", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics