2021-06-23 15:50:26, 610 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა.
რატი ბრეგაძემ კელი დეგნანს სამინისტროს პრიორიტეტები და ის სიახლეები გააცნო, რომლებზედაც მუშაობა უკვე დაწყებულია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აშშ-ს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა უკვე 25 წელია, არსებობს და ის მოიცავს მართლმსაჯულების, სისხლის სამართლის, პენიტენციური სისტემების სფეროებს.
აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა იუსტიციის სამინისტროსთან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის პრიორიტეტების შესაბამისად თანამშრომლობის სფეროები კიდევ უფრო გაფართოვდება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),