22:53 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 16:42:36, 1116 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღნიშნა

საერთაშორისო ოლიმპიური დღის კვირეულის ფარგლებში, „საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო ოლიმპიური დღე ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად აღნიშნა.

ოლიმპიური დღის კვირეულის ფარგლებში ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე  დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით,  ოლიმპიური პრიზიორები და სპორტის მოღვაწეები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტმა სპორტსმენებმა ლიცენზიანტთა სპეციალურ დაფაზე მოაწერეს ხელი.

საერთაშორისო ოლიმპიური დღე ოლიმპიური გარბენითაც აღნიშნა.  გარბენი ოლიმპიურ პარკში მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა 120-მდე სასკოლო ასაკის ბავშვმა მიიღო, როგორც თბილისის დევნილთა, ასევე კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული საჯარო სკოლებიდან.

გარბენის თითოეულ მონაწილეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი გადაეცა, საუკეთესო სამეული კი სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდა.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლიდან უწევს და აგრძელებს  ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics