23:25 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 13:58:56, 757 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკში“ ფულად გზავნილებზე განსაკუთრებული კურსია

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს ფულადი გზავნილების კონვერტაცია განსაკუთრებული კურსით შესთავაზა.

უფრო კონკრეტულად კი, „საქართველოს ბანკის“ ფილიალებში და მობილბანკით  მიღებულ ფულად გზავნილზე სპეციალური ვალუტის კურსი ამოქმედდა, შესაბამისად, გამოგზავნილი თანხის კონვერტაციას მომხმარებელი ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებული, მაღალი  კურსით შეძლებს. აღსანიშნავია, რომ შეთავაზების გამოყენებისას მნიშვნელობა არ აქვს რომელ ვალუტაში იღებთ ფულად გზავნილს.

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლების სხვადასხვა შეთავაზებებით წახალისებას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა ამ და სხვა სიახლეებით მხარი დავუჭიროთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ამიერიდან ბანკის სხვადასხვა არხებში მიღებულ ფულად გზავნილებზე გზავნილის სპეციალური კურსი ამოქმედდა, რაც მომხმარებელს საქართველოს ბანკში მიღებული გზავნილის კონვერტაციისას მაღალი კურსით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სიახლეების დანერგვას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ინფორმაციისთვის, გზავნილის კურსი არ ვრცელდება მობილბანკში ZK-ს (ზალატაია კორონას) საშუალებით მიღებულ ფულად გზავნილებზე. 

დამატებითი ინფორმაცია სიახლის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

https://bankofgeorgia.ge/ka/retail/transfers





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics