00:28 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 15:09:04, 911 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა - მზად ვართ, შევხვდეთ ღამის კლუბების წარმომადგენლებს და მათთან ერთად განვიხილოთ ინდუსტრიის დახმარების საკითხი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, ღამის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდეს და მათთან ერთად განიხილოს ამ ინდუსტრიის დახმარების საკითხი. ამის შესახებ ნათია თურნავამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან, ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად მზად ვართ, მათ შევხვდეთ და განვიხილოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ დავეხმაროთ. თუ კლუბებისგან ეს ინიციატივა წამოვა, ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ და აუცილებლად მოვნახავთ გამოსავალს ისევე, როგორც მთელი ეს პერიოდი ჩვენ ბევრ სხვა ინდუსტრიასთან მიმართებაში ვნახულობდით გამოსავალს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ზაფხულის ტურისტული სეზონი  იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე მოლოდინი არსებობდა, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი. მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების მინიმალური რაოდენობა რჩება, მათ შორის, ღამის კლუბებზე.

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს შეზღუდვა ვრცელდება ღამის კლუბებზე, რადგან ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ ღამის კლებები მიჩნეულია ერთ-ერთ რისკის მატარებელ ჯგუფად. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღამის კლუბებთან ერთად უნდა განვიხილოთ, თუ დახმარების რა შესაძლებლობები არის, რადგან ეს ინდუსტრია მართლაც არის დაზარალებული, ისევე როგორც ბევრი სხვა ინდუსტრია დაზარალდა კოვიდისგან, მაგრამ ყველაზე დიდხანს, როგორც ჩანს, შეზღუდვები ამ სეგმენტზე გავრცელდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics