01:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 10:36:35, 744 ნახვა

საზოგადოება
UNDP-ის და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ტყის მრავალფუნქციური გამოყენების ხელშემწყობი პროექტი მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტს „ტყის გამოყენების მრავალფუნქციური პრაქტიკის  დანერგვის ხელშეწყობა” ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას; განსაკუთრებული აქცენტი ტყის ფართობებზე ტურისტული და რეკრეაციული პოტენციალის გამოყენებისა და ეკოტურიზმის განვითარებაზე კეთდება. 

სამუშაო შეხვედრას, რომელზეც პროექტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (GNTA), დაცული ტერიტორიების სააგენტოს (APA), გარემოსდაცვითი  არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

როგორც შეხვედრაზე  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ განაცხადა, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურად მუშაობს მის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. ტურისტული მარშრუტებისა და საფეხმავლო ბილიკების ქსელის განვითარება წარმოადგენს ეკოტურიზმის განვითარების ძირითად საფუძველს; შესაბამისად, საფეხმავლო ბილიკების განვითარების ეროვნული დონის ოპერაციული სახელმძღვანელო განვითარების პროცესის ერთ-ერთი ხელშემწყობი ინსტრუმენტი იქნება. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში,   ეკოტურიზმისა და ეკოსისტემური სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით,  შემუშავდება ლენტეხის, ცაგერის,  ონის, ამბროლაურისა და ჩოხატაურის სატყეო უბნებისთვის ეკოტურიზმის განვითარების  სამოქმედო გეგმებიც.

მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა, სატყეო სექტორის მიმდინარე რეფორმისა და ტყის ახალი კოდექსის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ტყის ეკოსისტემური სერვისების ეფექტიან გამოყენებასა და სოფლად განვითარების ხელშეწყობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics