|
2021-06-21 15:15:32, 449 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ვარკეთილის I მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გაეცნო. „ჩვენ მივიღებთ ძალიან კარგ რეკრეაციულ სივრცეს ამ პარკის და ერთკილომეტრიანი ბულვარის სახით, რომელიც არაერთ ეზოს გააერთიანებს. ოქტომბრის ბოლოსთვის ეს პროექტი დასრულდება და დედაქალაქს კიდევ ერთი, განახლებული, მწვანე სივრცე შეემატება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. რიგის პარკსა და მიმდებარედ არსებულ ბულვარში, რომელთა საერთო ფართობი 40 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, საბავშვო და სპორტული მოედნების, საფეხმავლო ბილიკების, განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემების მოწყობა იგეგმება. ტერიტორიას გამწვანებული თარგები დაემატება, გაიზრდება მწვანე საფარის მოცულობა და დაირგვება მწვანე ნარგავები; განთავსდება საბაღე ფურნიტურა, ფანჩატურები, ტრენაჟორები და ატრაქციონები; დამონტაჟდება სასმელი წყლის სოკოები, ხოლო პარკის ცენტრალურ ნაწილში, მედიათეკის მიმდებარედ მოეწყობა შადრევანი. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4,5 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებს ასევე გაეცნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)