00:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-20 13:50:52, 1677 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედასა და მამინაცვალს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედასა და მამინაცვალს პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ 18 ივნისს დააკავა 6 წლის ბავშვის დედა და მამინაცვალი, რომლებიც პროკურატურის ინფორმაციით შვილზე სისტემატიურად ძალადობდნენ.

მათივე ინფორმაციით, დედა და მამინაცვალი 6 წლის ბავშვს ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას აყენედნენ. საქმეზე გამოძეიბა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ წამებას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.

დანაშაული 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics