17:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-20 12:16:33, 1070 ნახვა

პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კახა ოქრიაშვილი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

მისივე თქმით, ამ მოვლენის შემდეგ ქვეყანაში უმძიმესი კრიზისი დაიწყო და დარწმუნებულია, რომ ეს ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება.

„ორი წლის წინ, 2019 წლის 20 ივნისს, ქვეყანაში დაიწყო უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით - რუსი პოლიტიკოსის, გავრილოვის საქართველოს პარლამენტში დასმით.

ეს კრიზისი დღემდე გრძელდება.

პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით, მე ჯერ კიდევ 20 ივნისის დილას მოვითხოვე მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემი პოზიციის მყისიერად გაზიარების შემთხვევაში, შევძლებდით ვითარების დეესკალაციას და თავიდან ავიცილებდით 21 ივნისს განვითარებულ უმძიმეს მოვლენებს, საკუთარი მოსახლეობის დარბევასა და ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრას. სწორედ ეს გახდა ჩემი და  „ქართული ოცნების“ საბოლოოდ გამიჯვნის მთავარი მიზეზი! 

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ და ახლაც, მიიღო გადაწყვეტილება, ნებისმიერი ხერხებით და მეთოდებით შეინარჩუნოს ხელისუფლება. ისინი დღესაც აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს - აყალბებენ არჩევნებს, ვერ ასრულებენ 2012 წლიდან დღემდე  ხალხისთვის მიცემულ ვერცერთ დაპირებას. 

დარწმუნებული ვარ, ეს ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება, რიგგარეშე არჩევნების გზით და ვისურვებდი, ეს ცვლილება მოხდეს სწორედ არჩევნების და არა ქუჩის გამოსვლების შედეგად“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics