|
2021-06-18 15:56:34, 932 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - მწვანე ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსება იმ ნდობის გამოხატულებაა, რასაც საერთაშორისო ინვესტორები ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას უცხადებენ
„საქართველოს რკინიგზის" მიერ მწვანე ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსება იმ ნდობის ცალსახა გამოხატულებაა, რასაც საერთაშორისო ინვესტორები, საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს მთავრობას, ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას, ჩვენ ეკონომიკას უცხადებენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „საქართველოს რკინიგზის" მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მწვანე ევროობლიგაციები განათავსების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელვანი ფაქტია და აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზამ" მწვანე ევრობონდები ლონდონის საფონო ბირჟაზე უპრეცედენტო პირობებით - 7-წლიანი ვადით, წლიურ 4.00%-ში, 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით განთავასა. „საერთაშორისო ინვესტორები და საფინანსო ინსტიტუტები ნდობას უცხადებენ ჩვენს ეკონომიკას, რომლის სტაბილურობა ძალიან ოპტიმისტურადაა შეფასებული და ამიტომაც იყო ასეთი მაღალი ნდობა ამ ფასიანი ქაღალდების მიმართ, 8-ჯერ გადააჭარბა ინტერესმა თითოეულ შეთავაზებასთან შედარებით. მართლაც, ეს არის საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივის, საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის განვითარების დიდი აღიარება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, იგივე ბონდების განთავსება 2012 წელს 8%-ად მოხდა, ამჯერად კი „საქართველოს რკინიგზამ" ორჯერ უფრო იაფად, ორჯერ უფრო ხელმისაწვდომად მოახერხა ძველი ვალის რეფინანსირება, რითიც რამდენიმე მილიონი დოლარი დაზოგა. „მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომავალში ამ ინდიკატორით ისარგებლებენ სხვა კერძო კომპანიები, ვინც „საქართველოს რკინიგზის" ფასიანი ქაღალდებით საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ივაჭრებენ და მოიზიდავენ დაფინანსებას ხელმისაწვდომი პირობებით. ყოველივე ეს მიემართება ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც სწრაფად უნდა აღდგეს კოვიდის შემდეგ", - განაცხადა ნათია თურნავამ. აღსანიშნავია, რომ კავკასიის რეგიონში ეს პირველი პრეცენდენტია, როდესაც სატრანსპორტო კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოუშვა 500 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაცია. ტრანზაქციაში საკმაოდ მაღალი იყო ინვესტორების ინტერესი. საქართველოს რკინიგზის არსებული გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, მოხდა ისეთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოზიდვა, როგორებიც არიან ADB (აზიის განვითარების ბანკი) და EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), რომლებმაც ახალ ემისიაში ინვესტორების როლი შეასრულეს.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)