|
2021-06-18 13:13:58, 584 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: უვნებელი სურსათი რესტორნებსა და კვების ობიექტებში მათ რეპუტაციაზე აისახება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო კვეტენაძემ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვის საკითხები სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილეს. „HACCP-ის სისტემა წარმოადგენს მომხმარებლის დაცვის ყველაზე კარგ საშუალებას სურსათის წარმოების და მიწოდების ბიზნესში. მისი დანერგვა ხელს შეუწყობს სარესტორნო სექტორის კონკურენტუნარიანობის, საიმედოობის და რეპუტაციის ზრდას. ახალი რეგულაციების დანერგვა არასდროს არის მარტივი პროცესი, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ეს გზა ბიზნესთან ერთად გავიაროთ, რათა შედეგებს უფრო მალე და უმტკივნეულოდ მივაღწიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეგულაციებისთვის მოსამზადებლად სარესტორნო სექტორს დიდი დრო ჰქონდა, მისი დანერგვა ბიზნესისთვის საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა. კოვიდ 19-ის პანდემიამ აღნიშნული სექტორი მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა ბიზნესი სწორად აფასებს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობას და მზად არის, ჩვენი ხელშეწყობით, HACCP-ის სისტემა დანერგოს, რადგან ეს რეგულაციები, საბოლოოდ, სწორედ მათ ინტერესებშია. უვნებელი სურსათი რესტორნებსა და კვების ობიექტებში მათ რეპუტაციაზე აისახება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მომხმარებლის, ასევე უცხოელი ვიზიტორების ნდობის მოპოვებისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. როგორც შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნეს, სააგენტო მზად არის, გარდამავალ პერიოდში, აქტიურად ითანამშრომლოს და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სარესტორნო სექტორს. ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად, HACCP-ის სისტემის დანერგვა სხვადასხვა პროფილის ობიექტებში ეტაპობრივად მიმდინარეობს. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა სავალდებულოა: 2015 წლიდან - ნედლი რძის გადამმუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში, 2018 წლიდან - ექსპორტისთვის განკუთვნილი გადამუშავებული თხილის გულის მწარმოებლებისთვის, 2021 წლის 1 იანვრიდან - ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამმუშავებელი ობიექტებისთვის.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)