03:44 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-17 15:03:16, 797 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტა“ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გამართულ დასაქმების ფორუმზე იყო წარმოდგენილი

განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით,  ქალაქ ბათუმში,  მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელზეც აჭარის რეგიონში არსებულმა 65–მა მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა 1000-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.

დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში გაიმართა.

დასაქმების ფორუმის მიზანი გახლდათ, რეგიონალურ შრომის ბაზარზე, არსებული ან/და მოსალოდნელი ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა ერთ სივრცეში. ასევე, სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის უშუალო კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

დასაქმების ფორუმის ფარგლებში მოხდა ინფორმაციის გაცვლა „საქართველოს ფოსტასა“  და სამუშაოს მაძიებლებს შორის კომპანიაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი ვაკანსიების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა, როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე, სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი, მათ შორის  7 აჭარაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics