08:09 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-16 23:04:07, 907 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისიმ“ მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა

თიბისიმ მედიას და დაინტერესებულ მხარეებს 2020 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაცია თიბისი კონცეპტის სივრცეში რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.

თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიში კომპანიის წვლილს და გავლენას ასახავს ეკომონიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. დოკუმენტი ისეთ თემებს, საკითხებს და სფეროებს აერთიანებს, რომლებზეც თიბისის 2020 წელს პირდაპირი თუ ირიბი გავლენა ჰქონდა, მათ შორისაა: ბიზნესსექტორის მხარდაჭერა,  მომხმარებელთა და თანამშრომელთა უფლებების დაცვა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების მრავალფეროვნება, ქალთა გაძლიერების საკითხები, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, გარემოსდაცვითი საკითხები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა,  ფინანსური განათლება და სხვა. დოკუმენტში წარმოდგენილია ის შედეგები, რომლებსაც თიბისიმ 2020 წელს, არსებული გამოწვევის ფონზე მიაღწია, ასევე ამ მიმართულებით კომპანიის სამომავლო გეგმები.

„2020  გამოწვევით სავსე წელი იყო, როგორც საფინანსო, ისე ნებისმიერი სხვა სექტორისთვის. სირთულეების მიუხედავად, ჩვენ, როგორც კომპანიამ, პანდემიის დაწყების დღიდან არაერთი პროექტი და ინიციატივა განვახორციელეთ და არ შეგვიწყვიტავს ჩვენს მთავარ მისიაზე ზრუნვა  - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება და ვიყოთ მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია. მეამაყება, რომ დღეს მდგრადი განვითარების რეპორტს წარვადგენთ. როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ჩვენ წარმატებას არა მხოლოდ ფინანსური შედეგებით ვზომავთ, არამედ  მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ  საზოგადოებრივი კეთილდღეობის საკითხებს. გარემოზე პოზიტიური გავლენა და დაბალი ემისიის ეკომონიკის განვითარების ხელშეწყობა თიბისის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ღონისძიებას მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, ასევე პარტნიორი კომპანიებს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია თიბისის ვებ-გვერდზე  -  www.tbcbankgroup.com





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics