18:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-16 12:27:18, 1222 ნახვა

პოლიტიკა
კახა კუჭავა - პოლიტიკურ ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ არა პარლამენტის ბოიკოტის, არამედ მუშაობის სურვილი

მნიშვნელოვანია, რომ ის ინსტრუმენტები, რომლებიც რეგლამენტის მიხედვით გაგვაჩნია დეპუტატებს, სრულად იყოს გამოყენებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კუჭავა გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტმა პანდემიის დროს ფაქტობრივად უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და აღნიშნა, რომ პანდემიისას, ბევრი რამ ვერ ხორციელდებოდა ისე, როგორც უნდა ყოფილიყო.

მანვე დასძინა, რომ პარტიებს და პოლიტიკურ ჯგუფებს უნდა ჰქონდეს პარლამენტში მუშაობის და არა მისი ბოიკოტირების სურვილი.

„პანდეემის დროს, ბევრი რაღაც ვერ ხორციელდებოდა ისე, როგორც უნდა განხორციელდეს, პარლამენტიც, მათ შორის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დისტანციურ მუშაობაზე იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ინსტრუმენტები, რომელიც რეგლამენტის მიხედვით გაგვაჩნია დეპუტატებს, როგორც მმართველი გუნდიდან, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებიდან, სრულად იყოს გამოყენებული. ძალიან დიდი როლი გააჩნიათ დეპუტატებს პოლიტიკურ ჯგუფებს, პარტიებს, მათ უნდა ჰქონდეთ სურვილი არა ბოიკოტის, არამედ პარლამენტში მუშაობის და ზუსტად ეს იქნება საშუალება ბოლომდე იქნას გამოყენებული ყველა ის მექანიზმი, რომლის საშუალებასაც გვაძლევს ახალი რეგლამენტი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics