|
2021-06-14 20:26:14, 676 ნახვა
კომენტარი
ნატო-ს კომუნიკე - ვადასტურებთ ღია კარის პოლიტიკას და პატივს ვცემთ ყველა სახელმწიფოს უფლებას, თავად უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება
„ვადასტურებთ ღია კარის პოლიტიკას და პატივისცემით ვეკიდებით ყველა სახელმწიფოს უფლებას, თავად უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება“, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბრიუსელის სამიტის კომუნიკეს 66-ე მუხლშია ნათქვამი. 66-ე მუხლში ასევე აღნიშნულია, რომ ალიანსის გაფართოების რამდენიმე რაუნდმა ევროატლანტიკური გაერთიანების უსაფრთხოება დაამტკიცა. „ჩვენ ვადასტურებთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, რაც გაწერილია ვაშინგტონის შეთანხმების მეათე პუნქტში, რაც ისტორიულად წარმატებული იყო. გასულ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება არის კიდევ ერთი მაგალითი ამ ვალდებულებისა. გაფართოების რამდენიმე რაუნდმა განამტკიცა ევროატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოება და ხელი შეუწყო კანონის უზენაესობის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პრაქტიკის გავრცელებასა და კონსოლიდაციას ევროპის კონტინენტზე. ნატო პატივისცემით ეკიდება ყველა სახელმწიფოს უფლებას, თავად უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, როგორც ეს არის ჩაწერილი 1990 წლის პარიზის ქარტიაში. ნატო-ს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომლებიც იზიარებენ ალიანსის ღირებულებებს, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ, აიღონ წევრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელთაც ძალუძთ წესდების პრინციპების წინ წაწევა და რომელთა მიღებასაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ნატო-ს კომუნიკეში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)