2021-06-14 15:07:55, 934 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა“ დენის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა“ ქვეყნის მასშტაბით დენის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, დენის გათიშვა ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთისა“ და ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ ავარიულად გამორთვას უკავშირდება.
„დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან