18:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-14 12:20:28, 1069 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ

ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მეზობელი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, მოწამვლის შემთხვევებს, ასევე კიბერთავდასხმებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტის გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტები იმის მიზეზია, რამაც გამოიწვია ნატოსა და რუსეთის ურთიერთობების გაუარესება.

ამასთანავე, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა „ცივი ომის“ შემდეგ.

„ჩვენი ურთიერთობები „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, თუმცა ნატო ადაპტირებს, რეაგირებს და ჩვენ განვამტკიცეთ კოლექტიური თავდაცვა, გავზარდეთ მისი დაფინანსება და ვაგრძელებთ მის გაძლიერებას და ამ ყველაფერს იმ გადაწყვეტილებების საფუძველზე განვახორციელებთ, რასაც დღეს „ნატო 2030“-ის დღის წესრიგში მივიღებთ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics