05:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-14 10:32:09, 893 ნახვა

საზოგადოება
იდეების კონკურსის GreenOvation საფინალო ეტაპი ონლაინ კონფერენციის ფორმატით გაიმართება

იდეების კონკურსის GreenOvation საფინალო ეტაპი ონლაინ კონფერენციის ფორმატით გაიმართება. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, დარბაზში მხოლოდ ჟიურის წევრები შეიკრიბებიან, ხოლო კონკურსის 6 ფინალისტი საკუთარ პროექტს ონლაინ ფორმატში წარადგენს და ჟიურის შეკითხვებს უპასუხებს.

უწყების ინფორმაციით, ონლაინ კონფერენციის დასრულებისთანავე, კონკურსის ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს.

„კონკურსის შედეგები ფინალისტებს 15 ივნისს ეცნობებათ. თითოეულ გამარჯვებულს, წარდგენილი პროექტის განსახორციელებლად, 10 000 ევრომდე გრანტი გადაეცემა.

GreenOvation რეგიონალური კონკურსია, შესაბამისად, საფინალო ღონისძიება გაიმართება: საქართველოში (14 ივნისი, დასაწყისი 15:00 სთ), აზერბაიჯანში (14 ივნისი, დასაწყისი 10:00 სთ), სომხეთში (23 ივნისი, დასაწყისი 11:00 სთ).

კონკურსის პირდაპირი ეთერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: GreenOvation Pitch და ასევე, GreenOvation-ის facebook-ის გვერდზე.

იდეების კონკურსი GreenOvation გარემოსდაცვითი პროგრამის „ბუნებრივი რესურსების მართვა და ეკოსისტემური მომსახურებებით უზრუნველყოფა სოფლად მდგრადი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში" (ECOserve) ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია RECC (კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი) მხარდაჭერით ტარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics