18:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 16:53:33, 985 ნახვა

პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი: წლის ბოლომდე დღგ-ის დაბრუნების მაჩვენებელი მიაღწევს მილიარდ 700 მილიონ ლარს

წლის ბოლომდე დღგ-ის ავტომატური დაბრუნების მაჩვენებელი მიაღწევს მილიარდ 700 მილიონ ლარს,  რაც 1 მილიარდით მეტია იმაზე, რაც იქნებოდა ძველი სისტემის შემთხვევაში - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში, ბიზნესის მხარდასაჭერად ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღგ-ის დაბრუნების სისტემის ჯერ გამარტივება, ხოლო შემდგომ სრულად ავტომატურ რეჟიმში გადასვლა.

„გასულ წელს, ჩვენ მილიარდზე მეტი ლარი დავუბრუნეთ კომპანიებს, მათ შორის 400 მილიონ ლარამდე დამატებითი თანხის დაბრუნება სწორედ პანდემიის საპასუხოდ განხორციელდა. გასული წლის ნოემბრიდან დღგ-ის დაბრუნება სრულად ავტომატურ რეჟიმში გადავიდა, რის შედეგადაც, მიმდინარე წლის 5 თვეში, თითქმის გაორმაგებული გვაქვს დაბრუნების მაჩვენებელი, რომელმაც 750 მილიონ ლარს გადააჭარბა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული თანხების დაბრუნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი იყო და იქნება ეკონომიკის აღდგენის პროცესში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში დღგ-ის დაბრუნებას მზარდი ტენდენცია ჰქონდა, გასულ წელს ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშნველოვანი იყო. ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა, მყისიერად ჰქონოდათ წვდომა იმ რესურსებზე, რომლის დაბრუნებაც წინა წლებში ხანგრძლივ პროცედურებთან იყო დაკავშირებული და რეალურად, კერძო სექტორისთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენდა.

მისი განმარტებით, დღგ-ის ზედმეტობის დაგროვება, ძირითადად, ხორციელდება ექსპორტიორ, ან ისეთ კომპანიებში, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ. პანდემიურ პერიოდში მსგავსი კომპანიებისთვის ფინანსებზე სწრაფი წვდომა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics