18:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 15:39:18, 585 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ხუციშვილი: ბიზნესის მხარდაჭერის ჩვენი პროგრამებით, 60 ათასამდე კომპანიამ ისარგებლა

საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა პანდემიის პერიოდში კერძო სექტორის დახმარების ღონისძიებებზე, რომელთა მიზანიც იყო თუნდაც შემცირებული ბრუნვებით, კომპანიებს გაეგრძელებინათ მუშაობა და პოსტპანდემიურ პერიოდში სწრაფად შეძლებოდათ საქმიანობის მასშტაბების აღდგენა.

„ბიზნესის მხარდაჭერის ჩვენი პროგრამებით, 60 ათასამდე კომპანიამ ისარგებლა. აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულების რაოდენობა 2019 წლის აპრილში შეადგენდა 575 ათას ადამიანს. თუმცა, პანდემიის დროს 2020 წლის აპრილში შემცირდა 530 ათასამდე, ხოლო 2021 წელს გაიზარდა 627 ათასამდე ანუ გაიზარდა 2019 წელთან შედარებითაც, დაახლოებით, 9 პროცენტით", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა მცირე და საშუალო ბიზნესი. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2021 წლის აპრილში მცირე ბიზნესი გაიზარდა 113 პროცენტით, საშუალო ბიზნესი 59 პროცენტით,  მსხვილი ბიზნესი - დაახლოებით, 29 პროცენტით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics