07:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-10 14:03:57, 658 ნახვა

საზოგადოება
ქართველი ახალგაზრდები იტალიაში სამთვიან უფასო სასწავლო კურსს გაივლიან

ქართველი ახალგაზრდები ირინა ცაგარეიშვილი და ცოტნე ყალიჩავა იტალიაში გაემგზავრებიან და სამთვიან უფასო სასწავლო კურსს SPICI-ის FabriTech განყოფილებასა  და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში გაივლიან. აღნიშნული პროექტი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC – ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. კონკურსის გამარჯვებულები დღეს ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისში იტალიის საელჩოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციის (COTEC) ორგანიზებით, ტექნოპარკში  Italian Innovation and Research Day ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ღონისძიება ყოველწლიურია და ეძღვნება ლეონარდო და ვინჩის ხსოვნას. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სახის პრეზენტაციები, ასევე გაიმართა დისკუსია იმ პროგრამების, პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც იტალია ქართველ სტარტაპებს სთავაზობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics